Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კინორეჟისორ ოთარ იოსელიანის ფილმები საქართველოს ეროვნულ არქივში იქნება დაცული


კადრი ოთარ იოსელიანის ფილმიდან "გიორგობისთვე" (1966 წ.)
კადრი ოთარ იოსელიანის ფილმიდან "გიორგობისთვე" (1966 წ.)

კინორეჟისორმა ოთარ იოსელიანმა საკუთარი ფილმების ელექტრონული ასლები გადასცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს.

ცნობაში, რომელიც არქივის პრესსამსახურმა გაავრცელა, ნათქვამია, რომ 1950-დან 2015 წლამდე გადაღებული დოკუმენტური და მხატვრული ფილმების მაღალი ხარისხის ციფრული ასლები, რომლებიც საქართველოს ეროვნული არქივის ფონდის ნაწილი გახდა, საფრანგეთში დამზადდა.

ფილმებს შორისაა როგორც საქართველოში ადრე გადაღებული „გიორგობისთვე“, „იყო შაშვი მგალობელი“, „პასტორალი“ და სხვა, ასევე უცხოეთში შექმნილი „მთვარის ფავორიტები“, „შემოდგომის ბაღები“, „პეპლებზე ნადირობა“ და სხვა სურათები.

ოთარ იოსელიანი 1980-იანი წლებიდან საფრანგეთში მუშაობს და იქ გადაიღო არაერთი დოკუმენტური და მხატვრული ფილმი.

ეროვნულ არქივში დაცულია 36 ათასზე მეტი კინოფირი, ასევე ფილმების ციფრული ვერსიები. არქივში სისტემატურად მიმდინარეობს ფილმების გაციფრება და საჭიროების შემთხვევაში, მათი ციფრული რესტავრაცია.

XS
SM
MD
LG