Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია Fitch-ის განახლებულ რეიტინგს „ქართული ოცნების“ ეკონომიკური ხედვის სისწორის დადასტურებად მიიჩნევს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ტვიტერზე“ გამოეხმაურა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ საქართველოს IDR (Issuer Default Ratings) რეიტინგის BB კატეგორიაში დადასტურებას და განაცხადა, რომ ეს ხელისუფლების სტრატეგიების სიმტკიცეს ცხადყოფს.

გიორგი გახარიას შეფასებით, ამ რეიტინგით Fitch-მა აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვებამ გაამყარა ეკონომიკური პოლიტიკის უწყვეტობა შეფერხებების გარეშე, მიუხედავად ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტით გამოწვეული პოლიტიკური დაძაბულობისა.

XS
SM
MD
LG