Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში პირველი ვიზიტით იმყოფება ბრიტანელი მინისტრი ვენდი მორტონი


თბილისში იმყოფება დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მინისტრი ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში ვენდი მორტონი. ეს საქართველოში მისი პირველი ვიზიტია.

ვენდი მორტონი ტვიტერზე წერს, რომ დიდი ბრიტანეთი და საქართველო ახლო მოკავშირეები არიან და მოხარულია, რომ ეს ურთიერთობები სულ უფრო მტკიცე ხდება.

ბრიტანელი მინისტრი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

XS
SM
MD
LG