Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ სამხარაძე: ვისაც აინტერესებს გავრილოვის აზრი, მანვე უსმინოს 


ნიკოლოზ სამხარაძე
ნიკოლოზ სამხარაძე

რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის კომენტარს გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. ის კომუნისტი დეპუტატის განცხადებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს ოპოზიციურ პარტიებს აკისრებს.

„დღეს დილით დაიგეგმა შალვას ფანჩატურში, რომ გავრილოვს ეს განცხადება უნდა გაეკეთებინა. ჰგონიათ, რომ ამით მელიას საქმეს გადაფარავენ. დაურეკეს გავრილოვს, ჩააწერინეს ეს ინტერვიუ. შესაბამისად, ვისაც აინტერესებს გავრილოვის აზრი, მანვე უსმინოს“, - თქვა სამხარაძემ.

სერგეი გავრილოვი კომენტარში, რომლის თარგმანსაც „მთავარი არხი“ ავრცელებს, ნიკა მელიას შესახებ ამბობს, რომ იმუნიტეტის მოხსნა არ ნიშნავს, რომ ადამიანს აუცილებლად ჩასვამენ ციხეში.

„ქართული პოლიტიკა უფრო ემოციურია და პოლიტიკოსები ხშირად აკეთებენ ემოციურ განცხადებებს. ამიტომ, მე არ მინდა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა. ჩემი ვიზიტი და ცნობილი კონფლიქტი ერთმანეთთან დაკავშირებული არ ყოფილა. მე ვიცი, რომ 2019 წლის ზაფხულში საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო და თუ ნიკა მელიას აკავებენ, ეს ჩემზე თავდასხმის გამო არ არის. ეს არის უბრალოდ საბაბი, რომ გადატრიალება გაემართლებინათ. მე არ მაქვს საშუალება, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებს თვალი ვადევნო, მაგრამ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ (შეიძლება, ვცდებოდე), მაგრამ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების კარგად დაგეგმილი მცდელობა და მიზანი იყო ხელისუფლების ხელში ჩაგდება სააკაშვილის მიერ“, - აცხადებს გავრილოვი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, გავრილოვის განცხადება არის პირდაპირი დირექტივა „ქართული ოცნებისთვის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG