Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთს პრობლემები შეუქმნა ქვეყნისთვის უჩვეულო დიდთოვლობამ


საბერძნეთში ქვეყნისთვის უჩვეულო ცივი ამინდი და დიდთოვლობაა. ციკლონ „მედეას“ ზემოქმედებით, თოვლმა დაფარა ათენი და სხვა ქალაქები.

საბერძნეთის ჩრდილო-დასავლეთში ჰაერის ტემპერატურა მინუს 19 გრადუსამდე დაეცა, რაც ქვეყნისთვის უჩვეულო მოვლენაა. ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო სულ მცირე სამი ადამიანი გარდაიცვალა.

დიდთოვლობამ შეაფერხა ტრანსპორტის მუშაობა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი. სიცივის და ძლიერი ქარის გამო ნაწილობრივ შეჩერდა კუნძულებს შორის სამგზავრო ბორნების მიმოსვლა.

საბერძნეთის მთავრობა შიშობს, რომ უამინდობა ენერგომომარაგების შეფერხებასაც გამოიწვევს. პრემიერ-მინისტმა მიცოტაკისმა მოქალაქეებს მოუწოდა, სახლებიდან მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ.

XS
SM
MD
LG