Accessibility links

site logo site logo

ავარია ავტობანზე - დაზიანებულია 15-მდე ავტომანქანა


ავტობანის რუისი-გორის მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ევაკუატორს შეეჯახა, რამაც შეფერხება შექმნა. შეჯახების აცილების მიზნით უკან მომავალი ავტომანქანებმა მანევრირება სცადეს, თუმცა ლიპყინულის გამო გზის სავალი ნაწილიდან გადავიდნენ.

დაზიანებულია 15-მდე მანქანა. რამდენიმე ადამიანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. შემთხვევის შემდეგ საგზაო ტექნიკამ გზის გაწმენდა დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG