Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქართველოს სამეფო სახლი" ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა


დავით ბაგრატიონი
დავით ბაგრატიონი

საქართველოს სამეფო სახლი ბატონიშვილ დავითის პოლიტიკურ განცხადებას ავრცელებს ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების შესახებ და პოლიტიკურ პარტიებს მოლაპარაკების მაგიდასთან გადანაცვლებისკენ მოუწოდებს.

„მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების გამო, გამოვთქვავ ჩემს უკმაყოფილებას ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ამჟამინდელი ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ მიღებული გადაწყვეტიოლების გამო. მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს ჩაერთონ მოლაპარაკებაში რომ პროცესებმა ქუჩიდან და სასამართლოდან გადაინაცვლოს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენი საყვრელი სამშობლოს საერთაშორიო იზოლაცია“, - ნათქვამია განცხადებაში. ბატონიშვილი დავითი ამავე განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველო ეკუთვნის ყველას, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებების, წარმოშობისა და სარწმუნოებისა.

მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო, თანამდებობიდან გადადგა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი პრემიერის გადადგომის შემდეგ თქვა, რომ დროებით ნიკა მელიას დაპატიმრების პროცესს შეაჩერებდა. „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერობის ახალი კანდიდატის გამოცხადების ვადად 19 თებერვალი დაასახელა. ოპოზიცია პროცესის მოლაპარაკების მაგიდასთან გადატანის შესაძლებლობასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობაზე საუბრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG