Accessibility links

site logo site logo

საქართველოს წყალბურთის ნაკრები როტერდამის ტურნირზე მეშვიდე ადგილის შანსს ინარჩუნებს


საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა როტერდამში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ზედიზედ მესამე თამაში წააგო და საუკეთესო ექვსეულში მოხვედრის შანსი დაკარგა. დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი გუნდი მეხუთე-მერვე ადგილის პლეი ოფის პირველ შეხვედრაში ნიდერლანდების ნაკრებთან დამარცხდა, ანგარიშით 11:14.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო შეჯიბრებაზე ქართველი წყალბურთელები ბოლო შეხვედრას 21 თებერვალს გამართავენ - თბილისის დროით 13:00 საათზე, მეშვიდე ადგილისთვის მატჩში საფრანგეთს ან კანადას დაუპირისპირდებიან.

როტერდამის ტურნირის თორმეტი მონაწილე ნაკრებიდან სამი საუკეთესო ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიას მოიპოვებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG