Accessibility links

site logo site logo

სომხეთში ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა აქციაში, რომლითაც ფაშინიანის გადადგომას მოითხოვდნენ


ერევანში ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა აქციაში, რომლითაც მოითხოვდნენ პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას, მისი ქმედებების გამო გასულ წელს აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის გარშემო გამართულ, ექვსკვირიან ომთან დაკავშირებით.

დემონსტრანტები 20 თებერვალს შეიკრიბნენ თავისუფლების მოედანზე, ერევნის ცენტრში, სადაც პოლიცია გაძლიერებული ძალებით იყო წარმოდგენილი. დემონსტრანტები სკანდირებდნენ ლოზუნგებს "სომხეთი ნიკოლის გარეშე" და "ნიკოლი მოღალატე".

ფაშინიანი უარს აცხადებს გადადგომაზე, თუმცა მან წამოჭრა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის საკითხი.

ფაშინიანი, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა 2018 წელს, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, მწვავე კრიტიკის ობიექტია მას შემდეგ, რაც დათანხმდა აზერბაიჯანთან მოსკოვის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას. ეს შეთანხმება ძალაში შევიდა 10 ნოემბერს, რამაც დაასრულა ექვსი კვირის განმავლობაში მიმდინარე ინტენსიური შეტაკებები მთიანი ყარანაღის სეპარატისტულ რეგიონში და მის გარშემო. ამ ბრძოლებში ეთნიკური სომხების ძალებმა მარცხი განიცადეს.

16 ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი კოალიცია ერევანში და სხვაგან ანტისამთავრობო დემონსტრაციებს აწყობს, და მოთხოვს ფაშინიანმა ხელისუფლება დროებით მთავრობას გადააბაროს. ოპოზიციის ძალებს სურთ მათი საერთო კანდიდატი, ვაზგენ მანუკიანი გახდეს შუალედური პრემიერ-მინისტრი და მან უხელმძღვანელოს ახალი არჩევნების გამართვას.

გაერთიანებული ოპოზიციური ფრონტის ზეწოლის მიუხედავად, ფაშინიანის ბლოკი, "ჩემი ნაბიჯი", პარლამენტში გადამწყვეტ უმრავლესობას ინარჩუნებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG