Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

31 წლის კაცი 10 წლის გოგოს მიმართ სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით დააკავეს


ლაგოდეხის პოლიცია
ლაგოდეხის პოლიცია

კახეთის პოლიციამ ძალადობის, მუქარისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით, 31 წლის კაცი დააკავა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

სავარაუდო დაზარალებულის და ბრალდებულის ოჯახებს მედიასთან ამ თემზე ლაპარაკი არ სურთ. ამ დროისთვის ინფორმაციის ერთადერთი წყაროა შსს. როგორც ძალოვანი უწყება ამბობს, ბრალდებულმა მამაკაცმა საკუთარ ოჯახში სტუმრად მყოფი 10 წლის გოგოს მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა. ამ დროისთვის უწყება არ იძლევა დამატებით ინფორმაციას ჩატარებული ექსპერტიზების ან სხვა საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, რომ დაკავებულს 10 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის გარდა ედავებიან საკუთარ მეუღლეზე ფსიქოლოგიურ ძალადობას და ცივი იარაღის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით მუქარას, ასევე არასრულწლოვან შვილებზე ძალადობას.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 126'-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა," "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG