Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის მონაცემები რეალური მოხმარებიდან აჩვენებს Pfizer-ის ვაქცინის მაღალ ეფექტიანობას


ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა თითქმის 99 პროცენტით ეფექტიანია დაავადების მძიმე ფორმების და სიკვდილიანობის პრევენციაში. პრეპარატის შესახებ ეს მონაცემები ერთ-ერთი პირველია, რომელიც მისი რეალური, მასობრივი მოხმარებიდან არის მიღებული.

ისრაელი მსოფლიოს წამყვანი ქვეყანაა თავისი მოსახლეობის იმუნიზაციის თვალსაზრისით. 9 მილიონი ადამიანიდან Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ერთი დოზა თითქმის ნახევარს აქვს მიღებული, 2.9 მილიონ მოქალაქეს კი უკვე ორივე დოზა გაუკეთდა.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინა 98.9 პროცენტით ეფექტიანია სიკვდილის პრევენციაში და 99.2 პროცენტით ეფექტიანი დაავადების მძიმე ფორმების პრევენციაში, იმ ადამიანებში, ვისაც ორივე დოზა აქვს მიღებული. აუცრელ მოსახლეობასთან შედარებით, მეორე დოზის მიღებიდან ორ კვირაში ვაქცინა 95.8 პროცენტით ეფექტიანია კორონავირუსით ინფიცირების პრევენციაში, - ვკითხულობთ სამინისტროს მონაცემებში.

ეფექტიანობის ეს მაჩვენებლები ემთხვევა კლინიკური გამოცდების შედეგებს, რომლებმაც აჩვენა, რომ აცრა ინფექციას 95 პროცენტით ამცირებს.

ისრაელი მარტის ბოლომდე გეგმავს 16 წლის ასაკზე ზემოთ ყველა მოქალაქის აცრას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG