Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში საპროტესტო აქცია მოეწყო პრემიერის გადადგომის მოთხოვნით


საპროტესტო აქცია ერევანში 2021 წლის 22 თებერვალს
საპროტესტო აქცია ერევანში 2021 წლის 22 თებერვალს

სომხეთის ოპოზიციურმა მოძრაობამ "მამულის გადარჩენისთვის“ 22 თებერვალს ერევანში მსვლელობა გამართა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით.

თითქმის ორსაათიანი მსვლელობის დროს მოძრაობის წარმომადგენლები და მათი მომხრეები საფრანგეთის მოედანთან მივიდნენ და არაერთი მაგისტრალი გადაკეტეს.

მსვლელობა დაიწყო არაბკირის რაიონში, პრაღის პარკთან. მსვლელობისას მისი მონაწილეები მივიდნენ პრეზიდენტის რეზიდენციასთან და ეროვნულ კრების შენობასთან და გამოთქვეს თავიანთი მოთხოვნები.

მათ მიმართეს პრეზიდენტ არმენ სარგსიანს, რომ არ უნდა მოაწეროს ხელი დოკუმენტებს, რომლებიც მთავრობის ინიციატივით არის შექმნილი. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს პრემიერის გადადგომა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მთავრობას ადანაშაულებენ მთიანი ყარაბაღისთვის ომში დამარცხებაში.

მსვლეობის ორგანიზატოებმა განაცხადეს, რომ აქცია გაიმართება 23 თებერვალსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG