Accessibility links

site logo site logo

"ქართული ოცნების" წევრის თქმით, მელიას დაკავებაზე საერთაშორისო გამოხმაურებები რბილი იყო


"ქართული ოცნების" წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავების გამო საერთაშორისო გამოხმაურებები რბილი იყო. ასე გამოეხმაურა ის იმ შეფასებებს, რომელიც საქართველოს მიმართ გაისმა.

"საერთაშორისო გამოხმაურებები საკმაოდ მოზომილი და რბილია იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერი აღმოჩნდა ციხეში და ეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის, ყველა ქვეყანაში იქნება შეშფოთების საფუძველი. თუმცა, ხაზი უნდა გავუსვათ ერთ რამეს, ოპოზიციური პარტიების ლიდერები სხვა განვითარებულ ქვეყნებში ასე არ იქცევიან, როგორც საქართველოში. ამიტომ, ეს კრიტიკა იყო მოსალოდნელი, ეს კრიტიკა პრინციპში ჩვენთვის, ნაწილობრივ, მისაღებიც კი შეიძლება იყოს", - აღნიშნა სამხარაძემ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება.

შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

საპოლიციო ძალები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG