Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კომენდანტის საათი" ისევ არ უქმდება


შეზღუდვების დიდი ნაწილის მოხსნის შესახებ დაანონსების მიუხედავად, კვლავ არ უქმდება "კომენდანტის საათი". საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ კვლავ ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილების აკრძალვა.

ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ გაპრემიერებამდე განაცხადა, რომ შეზღუდვების დიდი ნაწილი მოსახსნელია, დღეს კი სხვადასხვა აკრძალვის მოხსნის თარიღებზე ისაუბრა. ხვალიდან სხვადასხვა დროს იხსნება საქალაქთაშორისო მოძრაობის შეზღუდვა, რესტორნების დახურულ სივრცეებში სტუმრების მიღება შესაძლებელი გახდება, ამუშავდება სამთო-სათხილამურო კურორტებზე სასტუმროები და ა.შ.

სრულიად საქართველოში კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 05:00 საათამდე 28 ნოემბრიდან მოქმედებს. წესის დარღვევისთვის მოქალაქე 2000 ლარით ჯარიმდება.

XS
SM
MD
LG