Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერებად ვანო მაჭავარიანი და დავით ზალკალიანი დანიშნა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერების თანამდებობაზე საგარეო საქმეთა მინისტრი და ფინანსთა მინისტრი დანიშნა. გადაწყვეტილების შესახებ მედიას ინფორმაცია მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე მიაწოდა.

საგარეო საქმეთა მინისტრი ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე ღარიბაშვილის წინამორბედის, გიორგი გახარიას მთავრობის კაბინეტშიც იყო, ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა კი ამ თანამდებობაზე ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი მინისტრთა კაბინეტიდან წასვლის შემდეგ შეცვალა. ცქიტიშვილმა თანამდებობა გახარიას გადადგომიდან რამდენიმე საათში დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG