Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანგრძლივი ძალისხმევის შემდეგ, ნიუ-იორკელმა პროკურორებმა მოიპოვეს ტრამპის საგადასახადო მონაცემები


აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატის პროკურორებმა მოიპოვეს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რვა წლის გადასახადების მონაცემები და მათთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები - მათ მოსაპოვებლად თვრამეტი თვის განმავლობაში მიმდინარე იურიდიული ძალისხმევის შემდეგ.

მანჰეტენის ოლქის პროკურორის ოფისის პრესმდივანმა 25 თებერვალს დაადასტურა დოკუმენტების მიღება, მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ 22 თებერვალს უარყო ყოფილი პრეზიდენტის ბოლო მცდელობა დაბლოკილიყო დოკუმენტების გადაცემის პროცესი.

ოლქის პროკურორი, სირიუს ვანსი, დოკუმენტების მოპოვებას ცდილობდა როგორც ნაწილს გამოძიებისა ტრამპის ბიზნეს-საქმიანობის სფეროში. ამ დოკუმენტებს მსაჯულთა სასამართლოს გრიფი "საიდუმლო" ეხება და მათ, სავარაუდოდ, საჯაროდ არ გამოაქვეყნებენ.

გავრცელებული ცნობებით, პროკურორი იძიებს ეჭვებს, რომ ტრამპი, ან მისი ბიზნესები, სესხების მომგებიანი პირობების მოპოვებას, ან გადასახადების შემცირებას ცდილობდნენ.

ტრამპი უარს აცხადებდა საგადასახადო მონაცემების გამოქვეყნებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის გაკეთებისკენ ხშირად მოუწოდებდნენ, ჯერ კიდევ მაშინ, რაც 2015 წელს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში ჩაერთო.

2020 წელს ნიუ-იორკ ტაიმსმა მოიპოვა ტრამპის გადასახადების რამდენიმე წლის მონაცემები და დაწერა, რომ 2017 წელს მოგების ფედერალური გადასახადის სახით მან მხოლოდ 750 დოლარი გადაიხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG