Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი კორონავირუსზე: გამოწვევებს ეფექტიანად ვუპასუხეთ


​საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის აღმოჩენიდან 1 წლისთავზე, ქვეყანაში გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს. პრემიერის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

"ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ქართველი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გამოჩენილმა სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს როგორც გაზაფხულზე, პანდემიის დასაწყისში, ისე მეორე ტალღის დროს. იყო ძალიან სერიოზული გამოწვევები, მოკლე დროში ჩვენ დაგვჭირდა პანდემიის მართვის რეჟიმზე გადასვლა და უნდა ითქვას, რომ ამ გამოწვევებს ეფექტიანად ვუპასუხეთ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერი ვაქცინაციის პროცესსაც შეეხო, რომელიც საქართველოში ამ დრომდე, დაპირების მიუხედავად, არ დაწყებულა:

"ჩვენი მთავრობა, თითოეული უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ პირველი დოზები რაც შეიძლება მალე მიიღოს".

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ერთი წლისთავზე სულ აღრიცხულია 270 137 შემთხვევა. მათგან 264 047 გამოჯანმრთელდა. COVID-19-ით გარდაცვლილია 3485 ადამიანი.

XS
SM
MD
LG