Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე იაკობი პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს ეკლესიის შუამავლობით „დიდი შერიგების“ მოწყობას


ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი აცხადებს, რომ ეკლესია შესაძლოა იყოს ადგილი, სადაც მხარეები შეთანხმებას შეძლებენ და ხელისუფლებას და ოპოზიციას სთავაზობს, იქ მოხდეს „დიდი შერიგება“.

„არავინ უნდა გაიფხოროს, მოვიდნენ, დაილაპარაკონ და დიდი შერიგება მოხდეს“, - უთხრა 28 თებერვალს მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს.

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის აზრით, არჩევნები 2022 წელს უნდა ჩატარდეს, 4 წელზე მეტი ვადით კი ხელისუფლებაში არავინ უნდა დარჩეს.

ის გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების ფაქტს და აღნიშნა, რომ ის „ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც მანდელა და, მით უმეტეს, ვერც სერვანტესი“:

„ჩემი აზრით, ნიკა მელიას დაჭერა თუ უნდოდათ, ძალიან ბევრჯერ შეეძლოთ. ძალიან დიდი ხანი გავიდა 20 ივნისის მერე, სამაჯური რომ მოისროლა იმის მერეც. პროკურატურას არ უნდა შეეტანა პარლამენტში, მერე პარლამენტარებს არ უნდა ექნათ, არც 88 კაცს არ უნდა მიეცა ყველას ხმა. სინოდშია ხოლმე განსხვავებული აზრი და მარტო პარტიაში ყველას ერთი აზრი როგორ უნდა ჰქონდეს. მერე უკვე სასამართლო იყო. ეს ახლა გარედან როცა უყურებ პროცესებს, ცოტა ცუდად ჩანს“.

ბოდბის მთავარეპისკოპოსის პროგნოზით, მასშტაბურ აქციებზე საქმე ვერ გადავა.

„კიდე კაი, ეკლესიას ძალა გვაქვს და არ ვაჩხუბებთ ახლა, რაც არ უნდა მოინდომონ, შეგვიძლია შუაში ჩავდგეთ“, - აცხადებს მეუფე იაკობი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG