Accessibility links

site logo site logo

ნიგერიაში გაათავისუფლეს სკოლიდან გატაცებული ასეულობით გოგონა


ნიგერიაში 26 თებერვალს სკოლიდან გატაცებული გოგონები განთავისუფლების შემდეგ, 2 მარტი, 2021 წელი

ნიგერიაში გაათავისუფლეს ასეულობით გოგონა, რომლებიც შეიარაღებულმა პირებმა გასულ კვირაში გაიტაცეს სკოლიდან ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, ზამფარის შტატში.

ყველა, 279 მოწაფე გოგონა თავისუფალია, განაცხადა ადგილობრივმა ხელისუფლებამ.

მედია ადრე იუწყებოდა, რომ გატაცებულთა რიცხვი 317-ია, მაგრამ, როგორც დადგინდა, Reuters-ის თანახმად, გოგონების ერთმა ჯგუფმა თვითონ მოახერხა გაქცევა და ამან გამოიწვია რიცხვებში შეუსაბამობა.

შტატის გუბერნატორის, ბელო მატავალეს თქმით, გოგონების გასათავისუფლებლად გადალახული იყო წინააღმდეგობათა რიგი, მაგრამ მას არ დაუზუსტებია, როგორ გაათავისუფლეს ისინი.

ნიგერიაში, სადაც ასეთი გატაცებები ხშირია, ადგილობრივი მმართველები არ ამხელენ, რომ გამტაცებლებს ფულს უხდიან.

როცა გასულ კვირაში სკოლიდან გოგონები გაიტაცეს, ნიგერიის პრეზიდენტმა, მოჰამად ბუხარიმ, ადგილობრივ ხელისუფლებს მოუწოდა, „გადახედონ დამნაშავეებისთვის ფულის და მანქანების გადაცემის პოლიტიკას“ და დაამატა, რომ ასეთი პრაქტიკა „კატასტროფად“ შემოგვიბრუნდებაო.

ფულთან ერთად გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ხშირად მოითხოვენ მათი ამხანაგების საპატიმროებიდან გამოშვებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG