Accessibility links

site logo site logo

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცის თვითმკვლელობის შესახებ იუწყება


საავადმყოფოში გარდაიცვალა მე-4 მექანიზებული ბრიგადის პირველი კლასის რიგითი, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 მარტს, "განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა".

სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, სამხედრო პოლიცია გამოძიებას ატარებს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით - თვითმკვლელობამდე მიყვანა. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მომხდარი სავარაუდოდ, ოჯახურ პრობლემებს უკავშირდება.

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული ფაქტის გამო და ოჯახს უსამძიმრებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG