Accessibility links

site logo site logo

ცნობილი 1-ელი კლასის მოსწავლეების რეგისტრაციის წესები და ეტაპები


პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება. რეგისტრაციის პროცესი ოთხ ეტაპად იქნება და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს პრიორიტეტები მიენიჭება. დეტალებთან დაკავშირებით განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

პირველი კლასის მოსწავლედ მშობელს შეუძლი მხოლოდ იმ შვილის რეგისტრაცია, რომელსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება.

I ეტაპი - 15 მარტიდან 26 მარტამდე რეგისტრაციის გავალ შეეძლებათ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს

რეგისტრაციისთვის მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხავს.

საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს:

  • ა) ფიზიკური შეზღუდვა;
  • ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა;
  • გ) სწავლის უნარის დარღევა;
  • დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);
  • ე) მეტყველების განვითარების დარღვევა;
  • ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა;
  • ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება
  • თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს;
  • ი) აუტიზმის სპექტრის მქონე.

იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, რეგისტრაციას სხვა ეტაპზე შეძლებენ.

II ეტაპი - 27 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით რეგისტრაცია ოჯახის წევრების ფაქტორის გათვალისწინებით მოხდება

რეგისტრაცია შეეძლებათ იმ ბავშვებს, ვისი:

  • ა) და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში;
  • ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია;
  • გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

რეგისტრაცია შესაძლებელია სკოლაში შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში.

III ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია - 13 მაისიდან დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით

რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე - emis.ge. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სავალდებულოა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

IV ეტაპი - რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი მოსწავლეები - 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით

გამოთავისუფლებულ ან თავისუფალ ადგილებზე ის მოსწავლეები დარეგისტრირდებიან, რომლებმაც ვერ შეძლეს პირველი სამი ეტაპის გამოყენება.

პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტებია:

  • განცხადება;
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG