Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ერთი პირი დააკავეს 19 წლის ბიჭის მკვლელობის ბრალდებით


შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული ზ.ს., რომელსაც ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა წარსულში არსებული უთანხმოების გამო მომხდარი შელაპარაკებისას, ორი პირი - 2001 წელს დაბადებული შ.ქ. და 1988 წელს დაბადებული თ.გ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად შ.ქ. ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, თ.გ. კი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მკურნალობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს იარაღი.

განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG