"დღეს ფაქტობრივად დაუმორჩილებლობა იქცა ნორმად და გმირობად. და დამნაშავე, შეიძლება ითქვას, თავის დანაშაულს ყიდულობს 2 000 ლარად. ფიქრობთ თუ არა, რომ ჯარიმის გადახდის მაგივრად მათზე უნდა განხორციელდეს სხვა ტიპის სამართლებრივი ქმედებები. მიგიმართავთ თუ არა იუსტიციის საბჭოსთვის ან მთავრობისთვის ამ კითხვით?" - ამ კითხვით მიმართავს "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენელი ფრიდონ ინჯია პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში მისულ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს. ფრიდონ ინჯიამ ამ გამოსვლის ფარგლებში ახსენა ერთ-ერთი აქტივისტი ქალი, რომელსაც, მისი თქმით, შეუძლებელია ჰყავდეს მეგობრები ან დადიოდნენ სტუმრები და ის ადამიანები, ვინც მასთან ერთად ცხოვრობენ, "იმქვეყნად წასვლისას იტყვიან, რომ ჯოჯოხეთი ამქვეყნად აქვთ გავლილი".
დაწერეთ კომენტარი