Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ "რადიკალურ ოპოზიციას" ჩანაწერის გავრცელებით მოლაპარაკებების ჩაშლა სურს


მმართველი პარტია "ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს ბერა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო საუბრის გავრცელებით, დაწყებული მოლაპარაკებების ჩაშლა სურთ. პარტიაში აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2010-2011 წელს ჩაწერილ საუბრებს "საჭირო მომენტისთვის ინახავდნენ".

"რადიკალურ ოპოზიციას სურს, ეს ჩანაწერები გამოიყენოს მოლაპარაკებებზე უარის თქმის საბაბად და ვხედავთ მათ მიერ აგორებულ ახალ კამპანიასაც, რომელსაც პერსპექტივა ერთი მარტივი მიზეზის გამო არ გააჩნია - ის სიყალბეზეა დაფუძნებული. მიუხედავად მათი ასეთი ქმედებებისა, "ქართული ოცნება" უარს არასოდეს იტყვის კონსტრუქციულ და სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებებზე. შესაბამისად ჩვენ მზად ვართ დიალოგის გაგრძელებისთვის, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მოგვიწოდებენ", - ვკითხულობთ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეს არის ოფიციალური განცხადება, რომელიც "TV პირველზე" აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ პარტიამ გაავრცელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG