Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძის თქმით, ზოგადად ფარული ჩანაწერების გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისას არასწორია


კახა კალაძე
კახა კალაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის და „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბერა ივანიშვილის სავარაუდო ფარული ჩანაწერის საკითხს პირველად გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე.

„ფარული ჩანაწერების შინაარსზე არც ადრე გამიკეთებია კომენტარი და შეფასებები, არც ამჯერად ვაპირებ. ზოგადად, ამ მეთოდის გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისას მიმაჩნია არასწორად. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო დამატებით გექნებათ შესაძლებლობა გაიგოთ დამატებითი ინფორმაცია“, - უთხრა ჟურნალისტებს კალაძემ და არ დააკონკრეტა, რას გულისხმობდა „დამატებით ინფორმაციაში".

არასწორი ინფორმაცია უწოდა კახა კალაძემ „ქართული ოცნების" შესაძლო დატოვების შესახებ გავრცელებულ ცნობას. „მიზანმიმართულად ხდება სიცრუის გავრცელება", - თქვა მერმა.

6 მარტს "TV პირველმა" ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო საუბრის სავარაუდო ფარული ჩანაწერი გაავრცელა. საუბარი სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას შეეხებოდა.

ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი საუბრის შინაარსში დანაშაულის შესაძლო ნიშნებს ხედავენ და გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. „ქართული ოცნება" არ უარყოფს მასში მონაწილე პირების ვინაობას; განმარტავს, რომ ეს არის 2010-2011 წლებში „ქართუს" პრეზიდენტისა და არასრულწლოვანი ბერას სატელეფონო საუბრის მიყურადების შედეგად მოპოვებული ფარული ჩანაწერების ფაბრიკაცია.

XS
SM
MD
LG