Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა ნათანზის მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტზე ურანის გამდიდრება დაიწყო


მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმებიდან შემდგომი დისტანცირების ნიშნად ირანმა ხელი მიჰყო ურანის გამდიდრებას IR-2m-ის კლასტერის წამყვანი ცენტრიფუგის საშუალებით ნათანზის მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტზე. ამის შესახებ სააგენტო როიტერსი იუწყება გაეროს ბირთვული სააგენტოს ანგარიშზე დაყრდნობით.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დამკვირვებლებმა 7 მარტს დაადასტურეს, რომ ირანმა დაიწყო ცენტრიფუგისთვის საჭირო ნადლეულის, ჰექსაფტორიდის ურანის მიწოდება მესამე კასკადში. ანგარიშში კერძოდ აღნიშნულია, რომ IR-2m-ის 174 ცენტრიფუგისგან შემდგარი მეოთხე კასკადი დაყენებულია, მაგრამ „ჯერ კიდევ არ არის აღჭურვილი ბუნებრივი UF6“, ხოლო IR-2m-ის ცენტრიფუგების მეხუთე კასკადის ასაგებად მუშაობა „გრძელდება“.

2015 წლის ბირთვული შეთანხმების თანახმად, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის შემცირების პარალელურად ეკონომიკური სანქციების შემსუბუქებას ითვალისწინებდა, თეირანს უფლება აქვს, ნათანზის ბირთვულ ობიექტზე გამოიყენოს მხოლოდ პირველი თაობის IR-1-ის ცენტრიფუგები, რომლებიც ურანს უფრო ნელა ამდიდრებს.

ირანმა გააგრძელა ურანის გამდიდრება ნათანზის სადგურზე 2019 წლის სექტემბერში მას მერე, რაც აშშ-მა დატოვა საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება, რომელიც ირანს თავისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ავალდებულებდა სანქციების გაუქმების სანაცვლოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG