Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამნაღმველებმა ააფეთქეს ნიქოზში ნაპოვნი საბრძოლო ნაღმი


სოფელი ნიქოზი
სოფელი ნიქოზი

ცოტა ხნის წინ ძლიერი აფეთქების ხმა იყო გორის მუნიციპალიტეტში. საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, სოფელ ნიქოზში, ადგილობრივებმა საცხოვრებელ სახლთან ახლოს მოძველებული საბრძოლო ტიპის ნაღმი იპოვეს, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცავები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები გამოიძახეს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, აღნიშნულ ადგილზე ოპერატიულად ჩავიდნენ გამნაღმველები. მოძველებული საბრძოლო მასალა საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებულ ტერიტორიაზე გაანეიტრალეს. აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ სახლების მინები ზანზარებდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG