Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

RT-ს ყოფილი ჟურნალისტი აცხადებს, რომ რუსული არხის ხელმძღვანელობა მას ნავალნის წინააღმდეგ ჯაშუშობას ავალებდა


ალექსეი ნავალნი და იულია ნავალნაია
ალექსეი ნავალნი და იულია ნავალნაია

გერმანელმა ჟურნალისტმა, დანიელ ლანგემ, რომელმაც ცოტა ხნის წინ შეწყვიტა თანამშრომლობა რუსეთის ტელეარხ RT-სთან, გერმანულ გამოცემა Bild-ს უთხრა, რომ ტელეკომპანიის გერმანული ბიუროს ხელმძღვანელობა მას აგვისტოში ავალებდა, ეწარმოებინა „ჯაშუშობა“ ალექსეი ნავალნისა და მისი თანმებრძოლების წინააღმდეგ. იმხანად ნავალნი გერმანიის კლინიკაში გადიოდა მკურნალობას რუსეთში ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის შემდეგ.


8 მარტს გამოვიდა ლანგეს წიგნი, რომელშიც აღწერილია გერმანიაში რუსული ტელეარხ RT-ს (RT DE) მუშაობა „კულისებს მიღმა“. გარკვეული პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ამ საქმიანობას რუსეთის ხელისუფლების დავალებით წარმოებულ პროპაგანდად მიიჩნევენ. ლანგე უფრო შორს მიდის და Bild-თან ინტერვიუში ფაქტობრივად ამტკიცებს, რომ RT DE-ს ხელმძღვანელობა მას ნავალნიზე თვალთვალს ავალებდა რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით.


გერმანელი ჟურნალისტის თქმით, მას ამოცანად დაუსახეს, თვალყური ედევნებინა კლინიკა „შარიტეზე“, სადაც ნავალნი იმყოფებოდა, ამასთან, არ უნდა გაეკეთებინა რეპორტაჟი, არამედ უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია „ანალიტიკური მიზნით“. შემდეგ ლანგეს სთავაზობდნენ, შესულიყო კლინიკაში და ექიმისგან გაეგო, თუ რამდენად შეიძლებოდა მიახლოება ნავალნის პალატასთან. ლანგეს ასევე დაავალეს შესულიყო რეანიმაციაში, როგორც იულია ნავალნაიას მეგობარი და ფონდ Cinema for Peace-ის თანამშრომელი. ლანგემ ამაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ის „არ არის საიდუმლო აგენტი“.
RT-მ განაცხადა, რომ ჯაშუშობაში დადანაშაულების გამო არხი ამზადებს სარჩელს Bild-ის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG