Accessibility links

site logo site logo

თინა ბოკუჩავა მამუკა მდინარაძეს IRI-ის ანგარიშის "სელექციურ კითხვაში" ადანაშაულებს


"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა მმართველი პარტიის ლიდერს მამუკა მდინარაძეს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ანგარიშის "სელექციურად წაკითხვაში" ადანაშაულებს. ბოკუჩავამ მედიისთვის ამ საკითხზე ბრიფინგ,ი გამართა.

"ბატონმა მდინარაძემ კონტექსტიდან ამოგლეჯილად სცადა დაემახინჯებინა ის დასკვნითი ანგარიში, რომელიც გამოაქვეყნა IRI-მ. ამ დამახინჯებული სურათით ისინი ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში", - თქვა ბოკუჩავამ და რამდენიმე მაგალითი მოიყვანა.

ბოკუჩავას თქმით:

  • "როდესაც მდინარაძე საუბრობდა წინასაარჩევნო გარემოზე, მან მიზანმიმართულად დამალა, რომ ანგარიშში საუბარი იყო წინასაარჩევნო ძალადობაზე. ვციტირებ, "ადგილი ჰქონდა თავდასხმის, მუქარის, და ქონების დაზიანების მრავალ ინციდენტს, მათ შორის ძალადობას ჟურნალისტების წინააღმდეგ";
  • "როდესაც ის საუბრობდა საარჩევნო ადმინისტრაციაზე, მიზანმიმართულად დამალა, რომ ანგარიში მიუთითებს საარჩევნო კომისიების მიმართ მოსახლეობის უნდობლობაზე, რომლებიც აღქმული იყვნენ მმართველი პარტიის მხარდამჭერებად და რომ ამ ფაქტმა "გადაფარა ცესკოს მიერ გადადგმული ყველა სხვა ნაბიჯი";
  • "როდესაც ის საუბრობდა საარჩევნო კანონმდებლობაზე, მას ავიწყდება, რომ ცვლილებები მიღწეული იყო არა მმართველი პარტიის ძალისხმევით, არამედ იმ საერთაშორისო წნეხის ფონზე, რომელიც განახორციელეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა";
  • "როგორც ჩანს, გამორჩა, რომ საუბარი იყო სახელმწიფო მოხელეების იძულებისა და დაშინების ფაქტებზე".

მდინარაძემ IRI-ს დასკვნას სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა და თქვა, რომ 2020 წლის არჩევნები იყო ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის ისტორიაში და დასკვნაში მითითებულ პოზიტიურ შეფასებებზე გაამახვილა ყურადღება.

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დასკვნა, სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებთან ერთად, ადასტურებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არათუ გაყალბდა, არამედ ეს არჩევნები ყველაზე დემოკრატიული, თავისუფალი, მშვიდობიანი და კონკურენტული არჩევნები იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში!" - თქვა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG