Accessibility links

site logo site logo

საქართველოში შემოვიდა 43,200 დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა


საქართველოში COVAX პლატფორმის საშუალებით შემოვიდა 43,200 დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა AstraZeneca/Oxford.

მინისტრის განცხადებით, პირველ ეტაპზე 43 200 ადამიანი აიცრება, ხოლო მათი განმეორებითი აცრა მას შემდეგ მოხდება, რაც „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები ქვეყანაში შემოვა.

ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყება მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული ჯგუფებით, რომელთა შორის, პირველები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იქნებიან.

COVID19-ის ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმის მიხედვით, ვაქცინაციის პირველ ეტაპზე, სამედიცინო პესონალის 65% (46 520 მუშაკი) უნდა აიცრას, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარების 60%-ის (1 560 მოქალაქე) და 75 წლისა და ზემოთ ასაკის მოქალაქეების 60%-ის (136 080 მოქალაქე) აცრა იგეგმება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ "ასტრაზენეკა“, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, 16 თებერვალს დაამტკიცა. ამ ვაქცინით შესაძლებელია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების აცრა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინის დამატებითი დოზების მიღებისთვის მოლაპარაკება მიმდინარეობს ყველა პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის ისრაელთან „ასტრაზენეკასა“ და „მოდერნას“ მისაღებად. მისი თქმით, ხელისუფლებას მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს ჩინურ მხარესთან, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები შემოვიდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG