Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში საპროტესტო აქციაზე დააკავეს ათამდე ადამიანი, მათ შორის მხატვარი, ელიზავეტა გონჩაროვა


ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მილიციამ შაბათს დააკავა ხუთი, 25-დან 40 წლამდე ასაკის, ქალი, რომლებიც სამართალდამცველების თქმით პროკლამაციებს ავრცელებდნენ. მათგან სამი ადრე უკვე ჰყავდათ დაკავებული საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღების გამო.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, კიდევ ხუთი პირი მილიცაამ დააკავა მინსკის ცენტრალური რაიონის ადმინისტრაციის შენობის წინ. ზოგიერთი მათგანი მანამდეც მონაწილეობდა ანტისამთავრობო აქციებში.

დაკავებულთა შორის არის ასევე მხატვარი ელიზავეტა გონჩაროვა და მისი მამა.

ბელარუსის სხვადასხვა ქალაქებში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გრძელდება საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეები მოითხოვენ ვადმდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატრებას, რეპრესიების შეწყვეტას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

ბელარუსში აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა ოფიციალური მონაცემებით, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გაიმარჯვა, არ წყდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები ლუკაშენკას გადადგომას და იმ პირების დასჯას ითხოვენ, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი აქციების ჩახშობისთვის. ოპოზიცია და დასავლეთი ლუკაშენკას არ აღიარებენ პრეზიდენტად

XS
SM
MD
LG