Accessibility links

site logo site logo

გერმანიის ორ მნიშვნელოვან მხარეში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის მარცხმა მომავალი კანცლერის არჩევნები შეიძლება განსაზღვროს


CDU-ს გენერალური მდივანი, პაულ ციმიაკი ტრიბუნას ტოვებს 14 მარტის არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU) 14 მარტის არჩევნებში, ორ მნიშვნელოვან მხარეში მარცხი იწვნია და ალბათ ეს განსაზღვრავს წლის ბოლოსთვის დაგეგმილ არჩევნებში მერკელის მემკვიდრეს.

წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, მემარჯვენე-ცენტრისტულმა, ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა, სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგში, 24,1 პროცენტი მიიმხრო, ხოლო მეზობელ, რაინლანდ-ფალცში, 27,7 პროცენტი.

ეს არის ქრისტიან-დემოკრატების ყველა ცუდი შედეგი ამ მხარეებში.

კავშირის გენერალურმა მდივანმა, პაულ ციმიაკმა განაცხადა, რომ შედეგი ასახავს ხალხის მზარდ უკმაყოფილებას, გაუგებრობასა და მოუთმენლობას კორონავირუსის კრიზისის მართვის გარშემო.

ბადენ-ვიურტემბერგში მწვანეების პარტიამ (Bündnis 90/Die Grünen) 32,7 პროცენტით წარმატებას მიაღწია.

მოელიან, რომ მწვანეთა პარტია გადამწყვეტ როლს ითამაშებს სექტემბრის საყოველთაო არჩევნებში, რომლის შედეგად გერმანიის კანცლერი უნდა აირჩიონ.

რაინლანდ-ფალცში ქრისტიან-დემოკრატები მეორე ადგილზე გავიდნენ. წინა არჩევნებში პარტიამ ამ მხარეში 32 პროცენტი მიიმხრო.

სამხრეთ-დასავლეთ გერმანიის ამ ორ მხარეში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) შედეგები გაიუარესა 2016 წელთან შედარებით, მაგრამ ათ პროცენტს გადააჭარბა.

გერმანიის ყველა პარტია უარს აცხადებს AfD-სთან სამთავრობო კოალიციაში შესვლაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG