Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ასტრაზენეკას“ აცრა ჯერჯერობით გაიკეთა 668-მა სამედიცინო მუშაკმა


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ რადიო თავისუფლებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე, სადაც მედპერსონალი COVID - 19-ის წინააღმდეგ დაწყებული ვაქცინაციის თარიღსა და ადგილს ირჩევს, 4 202 სამედიცინო მუშაკი დარეგისტრირდა. აცრა კი გაიკეთა - 668-მა.

საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინების პირველი პარტია, 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო. პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ცრიან.

საქართველოში დღეს, 15 მარტს, დაიწყო კორონავირუსზე ვაქცინაცია, მათ შორის, პირველი, ვინც აცრა გაიკეთა, პაატა იმნაძე იყო.

XS
SM
MD
LG