Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით "ქართული ოცნების" და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართება


კარლ ჰარცელი, კრისტიან დანიელსონი და კელი დეგნანი
კარლ ჰარცელი, კრისტიან დანიელსონი და კელი დეგნანი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით, დღეს შედგება "ქართული ოცნების" და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრა 16:00 საათზე უნდა დაიწყოს.

საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, დანიელსონი მხარეებს ცალ-ცალკე არაერთხელ შეხვდა.

კრისტიან დანიელსონი 12 მარტიდან აგრძელებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს დაწყებულ მედიაციის პროცესს, რომლის მიზანია მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევა. პროცესში ჩართული არიან ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი.

XS
SM
MD
LG