Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის 4 მხარდამჭერს მოსკოვის სასამართლომ შიდა პატიმრობის ვადა გაუგრძელა


კირა იარმიში
კირა იარმიში

მოსკოვის სასამართლომ 18 მარტს შიდა პატიმრობის ვადა გაუგრძელა კრემლის ოპონენტ ალექსეი ნავალნის 4 თანამებრძოლს, მათ შორის მის პრესმდივან კირა იარმიშს.

მოსკოვის ბასმანის რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებით ისინი შიდა პატიმრობაში დარჩებიან 23 ივნისამდე.

კირა იარმიშსა და ნავალნის კიდევ 9 თანამებრძოლს გამოძიება ედავება, რომ ისინი მოსკოვის მცხოვრებლებს მოუწოდებდნენ არ დამორჩილებოდნენ სანიტარულ ზომებს და არ დაეცვათ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე უსაფრთხოების ზომები.

პოლიციამ ეს ჯგუფი იანვრის ბოლოს დააკავა ალექსეი ნავალნის საპატიმროდან გათავისუფლების მოთხოვნით გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების წინ.
დაკავებულთა უმრავლესობას შიდა პატიმრობა მიუსაჯეს, რომლის ვადა 23 მარტს იწურება.
თუ სასამართლო გაიზირებს წინასწარი გამოძიების ვერსიას, მაშინ კირა იარმიშსა და ნავლნის სხვა თანმოაზრეებს ორ წლამდე პატიმრობა დაემუქრებათ.
ადამიანის უფლებათა დამცველმა ცენტრმა „მემორიალმა“ ისინი პოლიტპატიმრებად სცნო.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, 18 იანვარს კი, 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს.

2 თებერვალს, მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და 2,5 წლით გაგზავნა საერთო რეჟიმის კოლონიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG