Accessibility links

site logo site logo

აშშ, რუსეთი, ჩინეთი და პაკისტანი ავღანეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ


აშშ-მა, რუსეთმა, ჩინეთმა და პაკისტანმა მოუწოდეს ავღანეთის დაპირისპირებულ მხარეებს, რომ დაუყოვნებლად შეწყვიტონ ცეცხლი და მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხებას ორი ათწლეულის განმავლობაში მიმიდინარე ომის დასრულების მიზნით და იმ ფონზე, როდესაც 6 კვირა რჩება ავღანეთის ტერიტორიიდან ამერიკული სამხედრო ძალის გასვლის შესახებ გამოცხადებული თარიღის მოახლოებამდე.

„ამ გარდამტეხ მომენტში, ჩვენი ქვეყნები მოუწოდებენ ორივე მხარეს, რომ გამართონ მოლაპარაკებები და მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ბოლო მოუღებს ავღანეთში მიმდინარე 40-წლიან ომს“, - ნათქვამია 18 მარტს მოსკოვში სამშვიდობო კონფერენციის ფარგლებში გამართული მოლაპარაკების დროს მიღწეულ ერთობლივ განცხადებაში.

შეთანხმება მოუწოდებს თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას, რომ შეწყვიტონ ძალადობა, რისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ექსტრემისტებმა აღარ გამოაცხადონ გაზაფხულისა და ზაფხულის იერიშების სეზონი, როგორც ამას ყოველ წელს ჰქონდა ადგილი თალიბანის მხრიდან.

განცხადების თანახმად დაპირისპირებულ მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ოთხივე სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, რომ მოახდენს ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზებას.

18 მარტს მოსკოვში გაიმართა ავღანეთის შესახებ სამშვიდობო კონფერენციამ, რომელშიც ავღანეთის ხელისუფლებისა და თალიბანის გარდა მონაწილეობენ ასევე რეგიონის რამდენიმე მნიშვნელოვანი ქვეყნის წარმომადგენლები. კონფერენცია მიზნად ისახავდა ავღანეთში ძალადობის შემცირებას და სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობას.

მოსკოვის კონფერენციაში ვაშინგტონის მხრიდან პირველად მონაწილეობდა თეთრი სახლის საგანგებო წარგზავნილი ავღანეთში, ზალმაი ხალილზადი, რაც მოწმობს აშშ-ის დაინტერესებას, რათა ავღანეთში თავისი სამშვიდობო მიზნების განხორციელებაში ჩააბას გავლენიანი რეგიონული სახელმწიფოები - მათ შორის ჩინეთი და რუსეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG