Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი დიპლომატი აცხადებს, რომ საქართველო NATO-ს ძალიან ძლიერი პარტნიორია


ნატო-ში აშშ-ის ელჩის მოვალების შემსრულებელი, დაგლას დ. ჯონსი ცხადებს, რომ აშშ-ი ძალიან მტკიცედ უჭერს NATO-ს ღია კარების პოლიტიკას და თითოეული ქვეყნის სუვერენულ უფლებას, თავად აირჩიოს, თუ რომელ კავშირში სურს გაწევრიანება.

ჟურნალისტის დასმული შეითხვის პასუხად, ამერიკელმა დიპლომატმა საქართველოს უწოდა NATO-ძალიან ძლიერი პარტნიორი, რომელსაც დემოკრატიული რეფორმებით და კანონის უზენაესობის განმტკიცებით შეუძლია გახდეს NATO-ს წევრობის კიდევ უფრო ძლიერი კანდიდატი.

„საქართველო არის ალიანსის ძალიან ძლიერი პარტნიორი და დიდი ხნის ასპირანტი. იგი ალიანსის „გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორი“ ქვეყანაა და თავისი წვლილი შეაქვს NATO-ს ოპერაციებში. ალიანსი და აშშ-ი მოუწოდებენ საქართველოს, რათა განაგრძოს რეფორმები, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები, დანერგოს კანონის უზენაესობა, გააძლიეროს თავის სამხედრო ძალის თავსებადობა NATO-სთნ და ამ რეფორმების პროცესით გახდეს NATO-ს წევრობის კიდევ უფრო ძლიერი კანდიდატი“, - განაცხადა დაგლას ჯონსმა NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ გამართულ პრესკონფერნციაზე.

23-24 მარტს ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. მინისტერიალში პირველად მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების იმსჯელებენ ავღანეთის უსაფრთხოებასა და რუსეთთან ურთიერთობაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ასევე ევროკავშირის ლიდერებსაც შეხვდება

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG