Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩამოშლილმა კლდემ გუდამაყრის ყველა სოფლამდე მისასვლელი გზა ჩახერგა 


უხვი ნალექის გამო გუდამაყრის ხეობის 22-ვე სოფლამდე მისასვლელი გზა კლდის ნაშალმა ჩახერგა. გადაადგილება შეწყვეტილია. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დუშეთის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა მიაწოდა.

მისი თქმით, იმ დროს, როცა ჩახერგილი გზის გასაწმენდად ადგილზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია მივიდა, კლდე კიდევ ერთხელ ჩამოიშალა.

"მივმართეთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, რათა ხვალ მოვიდნენ და შეისწავლონ არსებული მდგომარეობა. თუ მოგვცემენ უფლებას, რომ გავწმინდოთ, კომპანია იმუშავებს", - თქვა მერმა.

მერი ამბობს, რომ ხეობაში ახლაც წვიმს.

XS
SM
MD
LG