Accessibility links

site logo site logo

წულუკიანი ამბობს, რომ შეეცდება გაარკვიოს, მსახიობის განსხვავებული აზრი საიდან მოდის


თეა წულუკიანი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა POSTV-ის ეთერში ილაპარაკა ხელოვანი ადამიანების განსხვავებული აზრის მიმართ დამოკიდებულებაზე.

შეკითხვაზე, როგორი იქნება მისი მიდგომა კულტურის სფეროში მყოფი ადამიანების მიმართ, რომლებიც არ მალავენ სიმპათიას კონკრეტული პარტიისადმი და ღიად გამოდიან „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მან უპასუხა:.

„რაც შეეხება ამ სისტემას, ეს სისტემა განსხვავებულია [იუსტიციის სამინისტროსგან] იმ გაგებით, რომ თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი (ან რეჟისორი), რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, რა თქმა უნდა, აქ უფრო მე შევეცდები, რომ მათი განსხვავებული აზრი ვნახო, საიდან მოდის. თუ ეს არის, მე უფასო კრიტიკას ვეძახი, ასეთია მისი მრწამსი, რამდენად უშლის ხელს შიგნით, ასე ვთქვათ, ფუნქციონირებას“, - ამბობს წულუკიანი.

თუკი ორგანიზაცია შეუფერხებლად მუშაობს, წულუკიანი ვერ ხედავს ვერანაირ პრობლემას. „ეს განსხვავდება სამინისტროს აპარატისგან. ხელოვანი იმის ხელოვანია, რომ მას ჰქონდეს თავისუფლება, რომ გამოხატოს აზრი. ჩვენ გვინახავს ფენომენები ხელოვნების დარგში, იმათ რომ არ ჰქონოდათ განსხვავებული აზრი...“ - თქვა მინისტრმა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მას არ ეჩვენება, რომ იუსტიციისა და კულტურის სამინისტროები ერთი და იგივე სამინისტრო და სისტემაა, თუმცა, მისი თქმით, სამინისტროს აპარატში საჯარო მოხელე უნდა იყოს საჯარო მოხელე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG