Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაბრიელ წულაია გვერდის Bidzina Ivanishvili & Media-ს შესახებ განმარტებას აქვეყნებს


მთავრობის ადმინისტრაციის სტრატკომის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გაბრიელ წულაია განმარტებას აქვეყნებს „ფეისბუკის" გვერდ Bidzina Ivanishvili & Media-ს შესახებ. ის წერს, რომ ტყუილია თითქოს „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდი გახარიას მხარდამჭერ გვერდად გადაკეთდა.

„აღნიშნული გვერდი, რომელიც არ იყო ოფიციალური, არამედ, ჩვეულებრივი მხარდამჭერთა გვერდი იყო, მე და ჩემმა ძმამ, ირაკლი წულაიამ ჯერ კიდევ ქართული ოცნების დაფუძნებამდე, 2011 წლის ოქტომბერში შევქმენით", - წერს წულაია. როგორც ის აღნიშნავს, საჯარო სამსახურში მუშაობის დროს „ფეისბუკის" გვერდს მართავდა მისი ძმა.

გაბრიელ წულაია აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომისთანავე დატოვა მთავრობის ადმინისტრაციის სტრატკომის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია. „ამიტომ, აბსოლუტურად ლეგიტიმურად და ღიად, სწორედ ჩემი შეხედულებების შესაბამისად, ჩემს ძმასთან ერთად, გავაგრძელებ აღნიშნული გვერდის მართვას", - წერს გაბრიელ წულაია.

Bidzina Ivanishvili & Media ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებდა. გვერდმა სახელი დღეს, 23 მარტს, დილით შეიცვალა და Bidzina Ivanishvili & Media-ს ნაცვლად Gakharia & Media გახდა.

დეტალურ ინფორმაციას ამ ფეისბუკგვერდის შესახებ "სამართლიანი არჩევნები" ავრცელებს.

გაბრიელ წულაიამ 2020 წლის 17 ოქტომბერს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ 6 000 ლარის ოდენობის არაფულადი შემოწირულობა გაიღო.

XS
SM
MD
LG