Accessibility links

site logo site logo

თეა წულუკიანის მოსაზრებით, ამერიკულ პოლიტიკურ სპექტრს მიაჩნია, რომ ნიკა მელია კანონდარღვევისთვის ზის ციხეში


საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დღევანდელ ბრიფინგზე, თავისი ინიციატივით გამოეხმაურა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში საქართველოს შესახებ 23 მარტს გამართულ მოსმენას და იქ გამოთქმულ მოსაზრებებს.

თეა წულუკიანის თქმით, ობიექტურობის გათვალისწინებით რამდენიმე რამ არის ნათელი, ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა საქართველოს ოპოზიციას გამოუგზავნა მკაფიო გზავნილები და გარკვეული რჩევა მისცა ხელისუფლებასაც.

„ამერიკულმა მხარემ, ქართულ ოპოზიციას და ჩვენს საზოგადოებას უთხრა ცალსახად, რომ "ქართული ოცნება" 2012 წლიდან დღემდე არის მკაფიოდ პროდასავლურ კურსზე და ამ კურსიდან არასოდროს გადაუხვევია. ასევე აშშ-ის პოლიტიკურმა სპექტრმა თქვა, რომ ის ეყრდნობა ეუთო/ოდირის შეფასებებს და ეუთო/ოდირისა და ყველა სხვა საერთაშორისო დამკვირვებლის შეფასებით 31 ოქტომბრის არჩევნები იყო თავისუფალ გარემოში ჩატარებული, კონკურენტული და, შესაბამისად, აკმაყოფილებდა დემოკრატიულ სტანდერტებს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა და დაამატა, რომ „თუკი არ გვინდა ვიყოთ ბრმები და გვინდა დავინახოთ რეალობა, ეს ნამდვილად ასეა“.

მისივე განმარტებით, ამერიკულმა მხარემ საქართველოს ოპოზიციას უთხრა, რომ ისინი პარლამენტში უნდა შევიდნენ და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია ასეც მოიქცევა.

„მე მინდა, ქართულ ოპოზიციას, ზოგიერთ მათგანს განსაკუთრებით, (ვისაც ეს არ ეკუთვნის, არ ეკუთვნის), შევახსენო, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებულ ქვეყანაში. ამიტომ გვევალება, რომ ვიზრუნოთ სწორედ ჩვენს ქვეყანაზე პირველ რიგში და არ ვიყოთ, რა თქმა უნდა, უნებლიეთ რუსული ინტერესების გამტარებელი, რადგან ოპიზიციის ფუნქცია არ არის ქვეყანაში არეულობის გამოწვევის მცდელობა და ამით რუსულ წისქვილზე წყლის დასხმა. და ბოლოს, ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა თქვა, რომ ბატონი ნიკა მელია, ვინაიდან დაარღვია კანონი, სწორედ ამიტომ ზის ციხეში“, - თქვა თეა წულუკიანმა.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში გამართულ მოსმენაზე, სადაც საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების საკითხზე ისაუბრეს, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯორჯ კენტმა განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, "მელიას დაპატიმრება იყო სახიფათო მომენტი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის და ნაბიჯი უკან ქართული დემოკრატიისთვის".

ასევე ნახეთ:

სენატორმა შაჰინმა საქართველოს შესახებ გამართული მოსმენის შემდეგ ვიდეომიმართვა გაავრცელა

ჯინ შაჰინი: ყოველი დღე, როცა ოპოზიციის წევრები ციხეში არიან, როცა საქართველოს პარლამენტისადგილები ცარიელია, რუსეთის გამარჯვებაა

ჯეიმს რიში: კრიზისზე ყველა მხარეა პასუხისმგებელი, მისი დაძლევის მთავარი პასუხისმგებლობა„ქართულ ოცნებას“ ეკისრება

კარა მაკდონალდი: „უარყოფითი მოვლენები და ტენდენციები საფიქრალს გვიჩენს“

ჯორჯ კენტი: "ოცნებამ" შეინარჩუნა ევროატლანტიკური კურსი, მაგრამ არიან კი ქართველები იმ ღირებულებებისერთგულნი, რომლებიც ამ გზაზე წაიყვანს?

საქართველოს საკითხის განხილვისას სენატში ფინანსური და სამხედრო დახმარების პირობითობაზედაისვა კითხვა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG