Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საკითხის განხილვისას სენატში ფინანსური და სამხედრო  დახმარების პირობითობაზე დაისვა კითხვა  


აშშ-ის სენატორი ჯეიმს რიში
აშშ-ის სენატორი ჯეიმს რიში

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების საკითხზე გამართული მოსმენის დროს, კომიტეტში რესპუბლიკური პარტიის მთავარმა წარმომადგენელმა, სენატორმა ჯეიმს რიშმა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს კითხვა დაუსვა საქართველოს დახმარების პაკეტში პირობების დათქმის თაობაზე.

„როგორც იცით, ევროკავშირმა ბოლო ხანს ჩადო პირობითობა მისი მხრიდან საქართველოსთვის გაწეულ ზოგიერთ დახმარებაზე. ჩვენც ხომ არ უნდა ვიფიქროთ ასეთ პირობითობაზე აშშ-ს მხრიდან საქართველოს სამხედრო და ფინანსურ დახმარებასთან მიმართებით?“ - იკითხა რიშმა და აღნიშნა, რომ ეს მაღალ დონეზე გადასაწყვეტი პოლიტიკური საკითხი იყო და თუ მომხსენებლები, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები ევროპისა და ევრაზიის და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, ჯორჯ კენტი და კარა მაკდონალდი უხერხულად იგრძნობდნენ თავს, რომ გაეზიარებინათ მათი მოსაზრებები, არ იქნებოდა პრობლემა.

„მე ვფიქრობ ამაზე [დახმარების პირობითობაზე]“- დასძინა რიშმა.

პირობითობის საკითხი არის ის, რასაც ჩვენ მივმართავთ სხვა ვითარებებშიც. თქვენმა კოლეგებმა ეს გამოიყენეს უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარებასთან მიმართებით. ვფიქრობ, შეიძლება ამის განხილვა - როგორც თანხის განაწილების მიზნები, აგრეთვე პირობითობის კუთხით"- განაცხადა ჯორჯ კენტმა, რომელიც სახელწმიფო დეპარტამენტში საქართველოს და რეგიონის საკითხებს კურირებს.

მისივე თქმით მნიშვნელოვანია, რომ "ამავე დროს, რჩება მტკიცე ვალდებულება როგორც კონგრესის ორივე პალატაში, ორივე პარტიის მხრიდან, ასევე ადმინისტრაციაში, სადაც გვსურს ვიხილოთ საქართველოს წარმატება და ამ წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯები.“

ჯორჯ კენტმა ასევე ახსენა საქართველოს დახმარების პაკეტში სენატის მიერ გასულ წელს დათქმული პირობა. თქვენ და თქვენმა კოლეგებმა გასულ წელს ჩადეთ გარკვეული პირობითობა საქართველოსთვის დახმარების ნაწილში და ჩვენ რა თქმა უნდა, ავუხსენით ჩვენს ქართველ მეგობრებს, რომ ეს იყო საქართველოს მეგობრების გადაწყვეტილება, ნაკარნახევი საქართველოს წარმატების სურვილით და რომ დახმარების ინიციატორები იყვნენ გულუხვები

სენატორ რიშის თქმით, რა დათქმაც ჩაიდო დახმარების პაკეტში, დიდად ეფექტიანი არ აღმოჩნდა, რის გამოც შესაძლებელია, შემდეგ ჯერზე პირობები უფრო მკვეთრი იყოს.

რიშის კითხვას დახმარების პირობითობაზე ასევე უპასუხა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, კარა მაკდონალდმაც. მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი მუდმივად აფასებს, როგორ გახადოს აშშ-ის დახმარება მაქსიმალურად ეფექტიანი. „რაც შეეხება რეფორმებს, რომლებზეც ვილაპარაკეთ, არ შეიძლება ეს მათზე [ქართველებზე] მეტად გვინდოდეს. რეფორმები მათ უნდა განახორციელონ. ვფიქრობ, იმ დროს, როცა კონცენტრირებულები ვართ დიალოგზე, ჩიხიდან გამოსვლასა და ამ დისკუსიაში ქართველების მხარდაჭერაზე, ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ ყველანაირ მიდგომაზე და მუდმივად ვეძიოთ რომელი მიდგომა, ინსტრუმენტი შეიძლება იყოს უფრო სასარგებლო“ - განაცხადა კარა მაკდონალდმა.

მოსმენის შემდეგ ჯეიმს რიშმა ამერიკის ხმასთან პირობითობის შესახებ მისი კითხვა ასე განმარტა: "თვითონ ის ფაქტი, რომ ეს შეკითხვა დავსვი, ცხადია იმაზე მიუთითებს, რომ ამ თემაზე ვფიქრობ...ორივე პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებ დასხდნენ და გამოსავალი მონახონ. თუ ახლა ვერ მონახეს სწორი გამოსავალი, მას ვერასოდეს მონახავენ. მეორეს მხრივ, ჩვენ საქართველოს ბევრი თვალსაზრისით ვეხმარებით, მათ შორის, ფინანსურადაც. ეს ვერ გაგრძელდება თუ პროგრესი არ იქნება. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ განიხილება, მაგრამ ყველას უნდა ჰქონდეს გონებაში ის, რომ პროგრესი გამოჩნდეს."

აშშ-ის ბიუჯეტში 2021 წელს საქართველოსთვის 132 025 000 აშშ დოლარის ოდენობის დახმარება არის გათვალისწინებული. ამავე დროს დოკუმენტში წერია, რომ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, სახელმწიფო მდივანმა ასიგნებების კომიტეტებს უნდა წარუდგინოს ანგარიში საქართველოში კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების შესახებ. კანონს ხელი 2020 წლის 28 დეკემბერს მოეწერა.

ასევე ნახეთ:

ჯინ შაჰინი: ყოველი დღე, როცა ოპოზიციის წევრები ციხეში არიან, როცა საქართველოს პარლამენტისადგილები ცარიელია, რუსეთის გამარჯვებაა

ჯეიმს რიში: კრიზისზე ყველა მხარეა პასუხისმგებელი, მისი დაძლევის მთავარი პასუხისმგებლობა„ქართულ ოცნებას“ ეკისრება

კარა მაკდონალდი: „უარყოფითი მოვლენები და ტენდენციები საფიქრალს გვიჩენს“

ჯორჯ კენტი: "ოცნებამ" შეინარჩუნა ევროატლანტიკური კურსი, მაგრამ არიან კი ქართველები იმ ღირებულებებისერთგულნი, რომლებიც ამ გზაზე წაიყვანს?

ჯორჯ კენტი: მელიას დაპატიმრება იყო უკანგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG