Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ზარქუას შეფასებით, სენატორებმა ოპოზიციას "გაულაწუნეს და ყურებიც დაახიეს"


"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ამერიკელმა სენატორებმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდეს და ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთეს. ასე გამოეხმაურა ზარქუა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში გამართულ მოსმენაზე საქართველოსთან დაკავშირებით განხილვას.

"ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმის ხაზგასმა სენატორებისგან, რომ საქართველოში პარლამენტს გარეთ არსებული ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. ეს ნათლად იყო ხაზგასმული და, ჩემი აზრით, ამით არა მხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს და ყურებიც დაახიეს კიდეც", - თქვა ზარქუამ.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში გამართულ მოსმენაზე, სადაც საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების საკითხზე ისაუბრეს, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯორჯ კენტმა განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, "მელიას დაპატიმრება იყო სახიფათო მომენტი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის და ნაბიჯი უკან ქართული დემოკრატიისთვის".

ასევე ნახეთ:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG