Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში ასამდე კაცი დააკავეს „ღირსების დღის“ აქციაში მონაწილეობისთვის


მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში სამართალდამცველებმა ასამდე კაცი დააკავეს „ღირსების დღის“ მორიგ აქციაში მონაწილეობის გამო.


რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, დაკავებულთა შორის არიან ჟურნალისტები, რომლებიც აქციას აშუქებდნენ. მათ შორის არიან „კომერსანტისა“ და „იზვესტიის“ კორესპოდენტი და ფოტორეპორტიორი.

„ღირსების დღის“ აღნიშვნა უკავშირდება 1918 წელს 25 მარტს ბელარუსის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების მორიგ წლისთავს.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ციხანოუსკაიამ, ლიეტუვიდან მოუწოდა ბელარუსის მოსახლეობას, დაიწყონ საპროტესტო გამოსვლების ახალი ტალღა ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ 25 მარტს, როცა აღინიშნება ბელარუსის სახალხო რესპუბლიკის ხანმოკლე არსებობის 103-ე წლისთავი.

Amnesty International-მა გაფრთხილება გამოთქვა, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ გამოაცხადა თავისი მზადყოფნის შესახებ, დემონსტრაციები „თავისუფლების დღეს“ გადააქციოს „საშინელი ძალადობის კიდევ ერთ სცენად.“

სამართალდამცველების მასობრივი მობილიზების შედეგადად, 25 მარტს გამოცხადებული მასობრივი აქციების გამართვა ვერ მოხერხდა. ბევრი აქტივისტი მანამდე დააკავა მილიციამ, ვიდრე ისინი ქუჩებში გამოვიდოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG