Accessibility links

site logo site logo

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ არ დაუშვებს ჩინეთის მსოფლიოს წამყვან ქვეყნად გადაქცევას


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირობას დებს, რომ არ დაუშვებს, ჩინეთმა ჩაანაცვლოს აშშ, როგორც მსოფლიოს უძლიერესი ქვეყანა, რისთვისაც აშშ კვლავაც აიძულებს ჩინეთს, დაემორჩილოს საერთაშორისო წესებს, იქნება ეს ვაჭრობა თუ სხვა საკითხები.

25 მარტს, თავის პირველ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთის მიზანი მსოფლიოს წამყვან ქვეყნად გადაქცევაა, რაც არ მოხდება, „რადგან აშშ განვითარებას აგრძელებს“.

ბაიდენმა ერთმანეთს შეადარა ჩინეთის მეთაური სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რადგან ორივეს მიაჩნია, რომ „ავტოკრატია მომავლის ტალღაა, ხოლო დემოკრატიას არ ძალუძს ფუნქციონირება ისეთ რთულ სამყაროში, რომელიც კი ოდესმე ყოფილა“.

მსოფლიოში დემოკრატიაზე საუბრის დროს, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამჟამად წყდება, რომელი სისტემა აღმოჩნდება უფრო ეფექტიანი - დემოკრატია თუ ავტოკრატია.
ამ კონტექსტში ბაიდენმა ახსენა რუსეთი, რომელიც აღარ არის კომუნისტური იდეოლოგიის კონტროლის ქვეშ, მაგრამ დარჩა ავტოკრატულ სახელმწიფოდ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ სურს მოკავშირეებთან ერთად დემოკრატიის სამიტის ჩატარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG