Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგანტური ხომალდის გადაადგილების მცდელობების მიუხედავად, სუეცის არხი კვლავაც გაუვალია


სუეცის არხი, ევროპის და აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფანი, კვლავ გაუვალი რჩება 23 მარტის შემდეგ, რადგან მასში გაჭედილია გიგანტური კონტეინერმზიდი. ეგვიპტის ხელისუფლება ჩქარობს, გაათავისუფლოს ხომალდი და კვლავ გახსნას მიმოსვლა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ სავაჭრო გზაზე.

400 მეტრი სიგრძისა და 59 მეტრი სიგანის ხომალდმა "Ever Given-მა", რომელიც პანამის დროშით დაცურავს, გაააჩერა სატრანზიტო მიმოსვლა ორივე მიმართულებით მას შემდეგ, რაც ის ნაპირთან ფსკერზე დაჯდა ვიწრო, ხელოვნურ არხში, რის გამოც ორი მიმართულებით ათეულობით ხომალდი გაჩერდა.

აშშ-ის თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯენ საკიმ განაცხადა, რომ აშშ ხედავს სუეცის არხის, როგორც ნავთობის ორმხრივი სატრანზიტო მარშრუტის, პოტენციურ ზეგავლენას ენერგომატარებლების ბაზარზე. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც გამოთქვა დახმარების სურვილი აშშ-მა, რომელიც მჭიდრო კავშირშია ეგვიპტესთან, და რომელიც აგრძელებს ვითარებაზე დაკვირვებას, თქვა საკიმ, რომლის თანახმად, აშშ შესაბამისად იმოქმედებს საჭიროების შემთხვევაში.

გემი, რომელიც იაპონურ ფირმას Shoei Kisen KK ეკუთვნის. ნაპირზე შეჯდა არხის სამხრეთ სათავიდან დაახლოებით ექვს კილომეტრში, ქალაქ სუეცთან, არეალში, რომელიც წყლის ცალმხრივ ბილიკს წარმოადგენს.

ხომალდის ცხვირი არხის აღმოსავლეთ კედელს ეხება, მაშინ როცა მისი კიჩო დასავლეთის კედელზე აღმოჩნდა მიბჯენილი.

იმისთვის, რომ მასიური ხომალდი კვლავ წყალში შეიყვანოს, სუეცის არხის მმართველობამ, რომელიც სანაოსნო გზას განაგებს, რამდენიმე საბუქსირო გემი განალაგა მიწასაწოვის ჩათვლით, რომელსაც (ყოველ) საათში 2000 კუბომეტრი მასალის გადაადგილება ძალუძს. კვლავაც არ არის ცხადი, როდის გაიხსნება სანაოსნო გზა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG