Accessibility links

logo-print logo-print

თალიბანი უცხოეთის ჯარებზე თავდასხმით იმუქრება, თუ ისინი დათქმულ დროს არ დატოვებენ ავღანეთს


თალიბანის თანადამაარსებელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი და დაჯგუფების დელეგაციის წევრების მოსკოვში, ავღანეთის სამშვიდობო კონფერენციაზე. 18 მარტი, 2021

თალიბანმა მუქარა გამოთქვა, რომ განაახლებს საბრძოლო მოქმედებებს უცხოეთის ჯარების წინააღმდეგ, თუ არ იქნება დაცული აშშ-სა და დაჯგუფებას შორის შარშან სექტემბერში დადებულ შეთანხმება უცხოეთის ჯარების ავღანეთიდან გაყვანის შესახებ. უკიდურესი ვადის არდაცვა შეფასებული იქნება, რომ შეთანხმების დარღვევა და „თალიბანი იძულებული იქნება“ გააგრძელოს შეიარაღებული ბრძოლა უცხოეთის ძალების წინააღმდეგ საკუთარი ქვეყნის განთავისუფლების მიზნით“, წერია თალიბების განცხადებაში, რომელიც 26 მარტს გავრცელდა.

განცხადება გავრცელდა მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ძნელი იქნება 1 მაისისთვის 2500 ამერიკელი სამხედროს გაყვანა ავღანეთიდან.

თალიბანმა უცხოეთის ძალებზე თავდასხმები შეთანხმების შემდეგ შეწყვეტა ძირითადად, მაგრამ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებზე იერიშები გრძელდება.

შეთანხმებით, ყველა უცხოელმა სამხედრომ უნდა დატოვოს ავღანეთი, ხოლო თალიბანი სანაცვლოდ იძლევა უსაფრთხოების გარანტიას და პირობას, რომ გაწყვეტს კავშირებს ალ ყაიდასთან და შეწყვეტს ტერორისტების შეფარებას.

აშშ-ის მეთაურობით მოქმედი ნატოს მისია ავღანეთში, ამ ეტაპზე, ითვლის 9600 სამხედროს, რომლებიც ავღანეთში არიან განთავსებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG