Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს სადავო გრძელვადიან შეთანხმებას ორმხრივი ურთიერთობების შესახებ


ირანისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ჯავად ზარიფისა (მარცხნივ) და ვან ის შეხვედრა თეირანში. 2021 წ. 27 მარტი.
ირანისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ჯავად ზარიფისა (მარცხნივ) და ვან ის შეხვედრა თეირანში. 2021 წ. 27 მარტი.

27 მარტს ირანმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს სადავო გრძელვადიან შეთანხმებას ორმხრივი ურთიერთობების შესახებ. შეთანხმების დეტალები არ გაუსაჯაროებიათ, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ის შეიცავს ჩინეთის ინვესტიციებს ირანის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სექტორებში.

ჩინეთი ირანის მთავარი სავაჭრო პარტნიორი და საკვანძო მნიშვნელობის ბაზარია ირანის ენერგომატარებლების ექსპორტისთვის, რომელიც სერიოზულად შეაფერხა აშშ-ის სანქციებმა.

ორ ქვეყანას შორის შეთანხმებას ხელი მოაწერეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა და მისმა ჩინელმა კოლეგამ, ვან იმ, რომელიც გუშინ ჩავიდა თეირანში.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ შეთანხმებას უწოდა „25-წლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება“.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, საიდ ხატიბზადემ ხელმოწერამდე თქვა, რომ დოკუმენტი შეიცავს „პოლიტიკურ, სტრატეგიულ და ეკონომიკურ“ კომპონენტებს.

როგორც გამოჟონილი ინფორმაცია მოწმობს, შეთანხმებით გათვალისწინებულია ასევე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერება სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG