Accessibility links

site logo site logo

სომხეთმა მიიღო "ასტრაზენეკას" ვაქცინის 24 ათასი დოზა


"ასტრაზენეკას" ვაქცინებით დატვირთული თვითმფრინავი ერევნის აეროპორტში

სომხეთმა საერთაშორისო „კოვაქს-პლატფორმის“ მეშვეობით მიიღო ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანულ-შვედური კონცერნის, „ასტრაზენეკას“ კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის 24 ათასი დოზა.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინის პირველი პარტია განკუთვნილია ჯანდაცვის და სოციალური სფეროების წარმომადგენლების, 65 წლის და 65 წელზე უფროსი ასაკის და ქრონიკული დაავადებების მქონე 16-64 წლის მოქალაქეების ასაცრელად. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

გასულ 24 საათში სომხეთში დადასტურდა კორონავირუსის 424 შემთხვევა. გარდაიცვალა კიდევ 12 პაციენტი. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 190 700-ს აჭარბებს. COVID-19-ით გარდაცვლილია 3476.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG