Accessibility links

site logo site logo

ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო თურქეთმა შეზღუდვები გაამკაცრა


თურქეთის ხელისუფლებამ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო შეზღუდვები გაამკაცრა. პრეზიდენტ ერდოანის განცხადებით, მუსლიმთათვის წმინდა თვის, რამადანის განმავლობაში, შაბათ-კვირას იმოქმედებს მკაცრი ლოკდაუნის რეჟიმი. რამადანი 12 აპრილს იწყება და 11 მაისს სრულდება. თურქეთში ისევ მოქმედებს „კომენდანტის საათი“ საღამოს ცხრიდან დილის ხუთ საათამდე.

თურქეთში ახალი შეზღუდვების შესახებ საქართველოს მოქალაქეები გააფრთხილა ანკარაში საქართველოს საელჩომ.

29 მარტს თურქეთში აღირიცხა კორონავირუსის 32 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა, რაც 2020 წლის დეკემბრის პიკის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. პანდემიის განმავლობაში, თურქეთში დაინფიცირდა 3 მილიონზე მეტი ადამიანი და 31 ათასზე მეტი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG